Nutrition Coach
კვების მეცნიერება საოცრად ღირებული დისციპლინაა, რადგან მას აქვს პოტენციალი - შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება.
კვება არის ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველი და მისი მეშვეობით ვიღებთ საწვავს, რომელსაც ორგანიზმი იყენებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად.
თუმცა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ცხოვრებისეული ბალანსი, ასევე გვესაჭიროება მხარდაჭერა, დისციპლინა, ემპათია, შესაბამისი მეთოდოლოგია და სწრაფვა დადებითი ცვლილებებისკენ.
როგორც სერტიფიცირებული კვების მწვრთნელი, თქვენ შეისწავლით კვების მეცნიერებას. შედეგად კი - შეგეძლებათ დადებითი ცვლილებების განხორციელება როგორც საკუთარ, ისე სხვების ცხოვრებაში:
-
ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესება
-
გონივრული კვებითი არჩევანის გაკეთება
-
მდგრადი, დროში შენარჩუნებადი ცვლილებების მიღწევა
-
საკვებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარება
-
თავი 1: შესავალი
გაეცნობით კვების მწვრთნელის როლს და შეიტყობთ, როგორ წვლილს შეიტანს NASM Nutrition Certification კურსი თქვენი კარიერის განვითარებაში.
-
თავი 2: კომპეტენციის ფარგლები
გაეცნობით კვების მწვრთნელის კომპეტენციის ფარგლებს, თქვენდამი არსებულ მოლოდინებს საზოგადოების მხრიდან და შეძლებთ კვებასთან დაკავშირებული მომიჯნავე პროფესიების დიფერენცირებას.
-
თავი 3: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგია და მისი პრაქტიკაში გამოყენება
ამ თავში გაიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა კვების სპეციალისტისთვის. ასევე, შეძლებთ ძირითადი სამეცნიერო პრინციპების/მეთოდოლოგიების დიფერენცირებასა და სამეცნიერო კვლევის პროცესების დახასიათებას.
-
თავი 4: საკვები უპირატესობები და ზეგავლენები კვების რაციონზე
ამ თავში გაიგებთ, როგორ ზეგავლენას ახდენს კვებითი ჩვევები და მიღებული საკვები ადამიანის ჯანმრთელობაზე; შეძლებთ დაახასიათოთ ის ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ კვების პატერნზე; ამოიცნობთ იმ საფრთხეებს, რომლებიც თან ახლავს ერთი სახის დიეტის ყველა ადამიანზე მორგებას.
-
თავი 5: ენერგიის ბალანსი და მეტაბოლიზმი
შეიტყობთ, თუ როგორ ამარაგებენ მაკრონუტრიენტები საწვავით ორგანიზმს ფუნქციებისა და აქტივობების განსახორციელებლად; გაეცნობით ენერგიის ბალანსის განტოლებას, თერმოდინამიკის პირველ კანონსა და ენერგიის სისტემებს.
-
თავი 6: ცილები
ცილა მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტია, რომელზეც ორგანიზმის არაერთი ფუნქციაა დამოკიდებული. ამ თავში შეისწავლით ცილების სტრუქტურასა და ფუნქციებს, ორგანიზმის დღიურ რაოდენობრივ მოთხოვნილებას მასზე და მეთოდებს, რომელთა მიხედვითაც კვების პროგრამაში ცილის სამიზნე რაოდენობას განსაზღვრავთ.
-
თავი 7: ნახშირწყლები
ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. შეისწავლით მათ სტრუქტურასა და ფუნქციებს, მონელებისა და შეწოვის პროცესს, ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას მასზე და სხვ.
-
თავი 8: ცხიმები
საკვებიდან მიღებულ ცხიმებს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამ თავში თქვენ შეისწავლით მათ ფუნქციებსა და მიღების რეკომენდაციებს. შეძლებთ განასხვავოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი ცხიმები; შეიტყობთ ცხიმებთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებსა და ‘’ცხელ თემებს’’.
-
თავი 9: ალკოჰოლი
ამ თავში ახსნილია ალკოჰოლის მონელებისა და შეწოვის პროცესი, ასევე მისი ფიზიოლოგიური ეფექტები. გაეცნობით მეთოდებს, თუ როგორ შეგიძლიათ ჩართოთ ალკოჰოლი კვების პროგრამაში.
-
თავი 10: მიკრონუტრიენტები
მიკრონუტრიენტები ენერგიის წარმოქმნისთვის საჭირო მეტაბოლური პროცესების სათანადოდ წარმართვას უწყობენ ხელს. შეისწავლით, რა განსხვავებაა მინერალებს, წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებს შორის; გაიგებთ, რომელი საკვებია თითოეული მათგანის ძირითადი წყარო და შეძლებთ გამოიანგარიშოთ თითოეული მიკრონუტრიენტის დღიურად მისაღები რეკომენდირებული რაოდენობა.
-
თავი 11: ჰიდრატაცია
ამ თავში შესწავლით, თუ როგორ იცვლება ორგანიზმის ჰიდრატაციის ხარისხი ოფლის მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდგომ; გაეცნობით მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც თავიდან აიცილებთ გადამეტებულ ჰიპო- ან ჰიპერ-ჰიდრატაციას.
-
თავი 12: კვების დრო
ამ თავში აღმოაჩენთ კვების დროის შერჩევის სტრატეგიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია პერფორმანსის გასაუმჯობესებლად და სხეულის შემადგენლობის შესაცვლელად; შეძლებთ შეაფასოთ კვების დროის როლი კვების ზოგად სტრატეგიებთან მიმართებით.
-
თავი 13: საკვები დანამატები
გაეცნობით საკვები დანამატების როლს სხვადასხვა მიზნის შემთხვევაში; შეძლებთ განმარტოთ პოპულარული საკვები დანამატების სამეცნიერო მტკიცებულებები და აუხსნათ კლიენტებს თითოეული მათგანის დადებითი/უარყოფითი მხარე.
-
-
თავი 14: წონის კონტროლისა და ქცევის ცვლილების ფსიქოლოგია
ამ თავში თქვენ შეისწავლით, როგორ გავლენას ახდენს ფსიქოლოგია ფიტნესსა და ჯანმრთელობაზე. აღმოაჩენთ დიეტისა და ვარჯიშის გზაზე არსებულ ბარიერებს, გაეცნობით კვებითი აშლილობის ძირითად სახეებს და დაადგენთ კლიენტების ძირითად ტიპებს, რათა მათზე მორგებული, ინდივიდუალური პროგრამები შექმნათ.
-
თავი 15: ქოუჩინგი და კომუნიკაცია
მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური კვების მწვრთნელის საკომუნიკაციო უნარები დადებით ზეგავლენას ახდენდეს კლიენტის მიერ დიეტის დაცვაზე. თქვენ შეისწავლით სტრატეგიებს, რომელთა მეშვეობითაც კლიენტთან მყარ ურთიერთობას ჩამოაყალიბებთ და განავითარებთ ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.
-
თავი 16: სამოტივაციო ინტერვიუ
ამ თავში ახსნილია სამოტივაციო ინტერვიუს პრინციპები და სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც კლიენტებს დაეხმარებით სასურველი ცვლილების მიზეზების დადგენასა და მოტივაციის ამაღლებაში.
-
თავი 17: მიზნის დასახვა
გაეცნობით მიზნის სხვადასხვა ტიპს; გაიაზრებთ მიზნის ეფექტურად დასახვის ბენეფიტებს; შეისწავლით მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ კლიენტის პროგრესის მონიტორინგსა და უკუკავშირის გაცემაში; ამოიცნობთ მიზნის დასახვის გზაზე არსებულ ძირითად დაბრკოლებებს.
-
-
თავი 18: საკვები რაციონის შეფასება და სხეულის შემადგენლობის განსაზღვრა
ამ თავში შეისწავლით საკვები რაციონის ნაბიჯ-ნაბიჯ შეფასებასა და სხეულის შემადგენლობის მონიტორინგის მეთოდებს; შეგეძლებათ სხვადასხვა მეთოდის შედარება; გაეცნობით, რამდენად მნიშვნელოვანია პროცესის ეფექტურობისთვის თანმიმდევრულობა და განმეორებადობა.
-
თავი 19: საკვებისა და საკვები დანამატების ეტიკეტები; პორციის ზომები
შეისწავლით საკვები პროდუქტებისა და საკვები დანამატების ეტიკეტირების სტანდარტებს, გაეცნობით პორციის ზომების ვარიანტებსა და რეკომენდაციებს.
-
თავი 20: კვებითი რეკომენდაციების დანერგვა რეალურ ცხოვრებაში
ამ თავში ახსნილია სტრატეგიები, რომელთა მეშვეობითაც დაეხმარებით კლიენტებს, გააკეთონ ჯანსაღი საკვები არჩევანი ყოველდღიურ სიტუაციებში, როგორიცაა, სასურსათო საყიდლები და გარეთ კვება.
-
თავი 21: დიეტები
შეისწავლით დიეტებთან დაკავშირებით არსებულ უახლეს ფაქტებს - როგორ გავლენას ახდენს თითოეული კვების სტილი ჯანმრთელობაზე, სხეულის შემადგენლობასა და ათლეტურ პერფორმანსზე. ამ თავში განხილულია რამდენიმე სხვადასხვა დიეტა და მოცემულია დეტალები მათი ეფექტურობის/უსაფრთხოების შესახებ.
-
თავი 22: კვებასთან დაკავშირებული ‘’ცხელი თემები’’ და საკამათო საკითხები
გაეცნობით სიღრმისეულ მიდგომას იმ საკამათო საკითხებსა და ‘’ცხელი თემებთან’’ დაკავშირებით, რომლებიც არსებობს კვების მეცნიერების ირგვლივ.
-
თავი 23: წონის კლების პლატოს მართვა და წონის შენარჩუნება
ამ თავში ახსნილია წონის კლების პლატოს ფსიქოლოგიური და სამეცნიერო საფუძვლები. მათი გაცნობის შემდეგ შეძლებთ, რომ კლიენტებს დაეხმაროთ აღნიშნული მანკიერი წრის თავიდან აცილებაში.
-
თავი 24: პროგრამის შედგენა - ყველაფრის ერთ მოცემულობაში მოყვანა
კვების მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ ფუნდამენტური ცოდნა კვების მეცნიერებასა და ქცევის ფსიქოლოგიაში. თუმცა, ცოდნა პრაქტიკაში გამოყენების გარეშე უსარგებლოა - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კლიენტების მიზნების მიღწევაში დახმარებას ეხება. ამ თავის მეშვეობით შევაჯამებთ თქვენ მიერ მიღებულ ცოდნას, რომელსაც გადავიტანთ პრაქტიკულ საქმიანობაში - ნაბიჯ-ნაბიჯ გაეცნობით კვების პროგრამის შედგენის დეტალებს.
-
სასწავლო გეგმა
თუ შეხვედრამდე ვერ ითმენ, WhatsApp -ში მომწერე: +995 595 118 551
კურსის დასრულება შესაძლებელია მინიმუმ 8 კვირაში. Პროგრამა დატვირთულია ინტერაქციული, საინფორმაციო მასალებით, სასწავლო რესურსებითა და ამომწურავი სასწავლო გეგმით.
Ნუტრიციოლოგისა და Nutrition Coach (კვების მწვრთნელი)-ის ცნებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. იმ ფუნდამენტური ცოდნით, რომელსაც კურსის განმავლობაში მიიღებთ, შეძლებთ დახმარება გაუწიოთ კლიენტებს გონივრული კვებითი არჩევანის გაკეთებასა და შენარჩუნებადი ცვლილებების განხორციელებაში.
თუ გადაწყვეტთ, რომ NASM-ის მეშვეობით გახდეთ სერტიფიცირებული Nutrition Coach-ი, შეისწავლით, როგორ შეაფასოთ თქვენი კლიენტის კვებითი საჭიროებები და დარწმუნდეთ, რომ ისინი დაკმაყოფილდება თქვენი ცოდნით სამ უნიკალურ, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვან დისციპლინაში:
-
კვების მეცნიერება - როგორც კვების მწვრთნელს, თქვენ გექნებათ ამომწურავი შეხება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა, მაგალითად, ცილები, ცხიმები, ენერგიის ბალანსი, მაკრონუტრიენტების რაოდენობის მონიტორინგი და ა.შ.
-
ქცევის ცვლილების ფსიქოლოგია - თქვენ შეისწავლით, როგორ გამოიყენოთ მოტივაცია და კომუნიკაცია საკვებთან ფსიქოლოგიური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
-
კვების ქოუჩინგი - შეძლებთ თქვენი ცოდნის თავმოყრას და კლიენტებისთვის პერსონალიზებული გეგმის შედგენას, იქნება ეს დაკავშირებული წონის კლებასთან, მატებასთან თუ შენარჩუნებასთან.
-
ფინალური გამოცდა ტარდება ადგილზე, Nutrition Academy of Georgia-ს NASM-ის პორტალზე. გამოცდა შედგება 100 მრავალვარიანტიანი პასუხის მქონე შეკითხვისგან, რომელთა შესასრულებლადაც გექნებათ 90 წუთი. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 70% და მეტი სწორი პასუხის ქონის შემთხვევაში.
ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ გაქვთ 3 მცდელობის უფლება.
Სერტიფიკატის განახლება საჭიროა ყოველ ორ წელიწადში, განახლებისთვის განკუთვნილი გამოცდის მეშვეობით.